არველაძის სადებიუტო გოლი და მეტოქის აგრესიული ქომაგები
Aa
Aa

არველაძის სადებიუტო გოლი და მეტოქის აგრესიული ქომაგები

პოლონეთის საფეხბურთო თასის 2018-19 წლების სეზონის 1/32 ფინალურ ეტაპზე სანდომირის ''ვისლამ'' საკუთარ მინდორზე 3:2 დაამარცხა კელცეს ''კორონა.''

სტუმართა მხრიდან ქართველმა ფორვარდმა ვატო არველაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. 31-ე წუთზე 20 წლის ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1გახდა. არველაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

არველაძის სადებიუტო გოლი

 

პირელი ტაიმი ''კორონას'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა ნახევარმცველმა ვიქტორ პუტინმა დუბლი შეასრულა და არველაძის გუნდი გათამაშებას დაემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ 50-ე წუთზე, როცა სტუმრები მარცხდებოდნენ, მთავარმა მსაჯმა თამაში დროებით შეწყვიტა, რადგან მასპინძელი გუნდის ქომაგები მოედანზე შეჭრას ცდილობდნენ.

 eurosport-ის ინფორმაციით თამაში დაახლოებით ნახევარ საათში განახლდა.

არველაძე პოლონურ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა. თბილისის ''ლოკომოტივის'' ყოფილმა წევრმა ''კორონას'' მაისურით პოლონეთის უმაღლეს ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა.

ვატო არველაძე სანდომირის ''ვისლასთან'' შეხვედრაში 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები