Aa
Aa

"ძალადობა არის საზიზღარი დანაშაული, რომელიც ყველაფერს ეწინააღმდეგება რისიც მე მწამს"

ბოლო დღეებში კრიშტიანუ რონალდუ პრესის მთავარი თემაა. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკელი ქალი კეტრინ მაიორგა სასამართლოში უჩივის და მას ბრალს გაუპატიურებაში სდებს.

საქმე ეხება 2009 წლის ღამეს, რომელიც ლას ვეგასში იყო. როგორც 34 წლის მაიორგამ გერმანულ Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რონალდუმ მას გაუპატიურების შემდეგ დუმილისთვის 370 000 დოლარი გადაუხადა.

ამ სკანდალური ინფორმაციის შესახებ კრიშტიანუმ პირველი კომენტარი გააკეთა და რა თქმა უნდა ყველაფერი უარყო.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა Twitter-ზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა.

„მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ ბრალდებებს, რომელიც ჩემს მიმართ არის. ძალადობა ეს არის საზიზღარი დანაშაული, რომელიც ყველაფერს ეწინააღმდეგება რისიც მე მწამს.

მე, ჩემი სახელის აღდგენას ვცდილობ და ვუარვყოფ პრესის მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომელზეც ხალხი საუბრობს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები