Aa
Aa

"დეტროიტ პისტონსში" ზაზა ფაჩულიას დებიუტი შედგა

გამთენიისას „დეტროიტში“ ზაზა ფაჩულიას დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა „პისტონსის“ მაისური პირველად "ოკლაჰომა სითი თანდერთან" გამართულ წინასასეზონო მატჩში მოირგო.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოდგა. დეტროიტელებმა პირველი ნახევარი სამქულიანი სხვაობით წააგეს, თუმცა მეორე ნახევარი მშვენივრად ჩაატარეს და 97-91 იმარჯვეს.

"პისტონსის" მხრიდან საუკეთესო ანდრე დრამონდი იყო. ამერიკელმა ცენტრმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა და 31 ქულასთან ერთად 16 მოხსნა მიითვალა. ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 14 წუთი გაატარა და აქტივში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი ჩაიწერა.

"ოკლაჰომამ" ლიდერების გარეშე იასპარეზა. "თანდერის" რიგებში 21 ქულით დენის შროდერი გამოირჩა. სტივენ ადამსმა ორმაგი დუბლი მიითვალა და გუნდს 17 ქულასთან ერთად 12 მოხსნა შესძინა.

„დეტროიტი“ შემდეგ შეხვედრას 6 სექტემბერს გამართავს. „პისტონსის“ მეტოქე გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო“ იქნება. მატჩი თბილისის დროით 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები