კარლოსი:
Aa
Aa

კარლოსი: "ნეიმართან დაკავშირებით ვიხუმრე"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა გასულ კვირას ნეიმართან დაკავშირებით სენსაციური განცხადება გააკეთა. კარლოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას შეუძლია თანამემამულის "რეალში" გადაყვანა.

"მე გავიხუმრე, ზოგმა კი ეს სერიოზულად მიიღო. ის კი სიმართლეა, რომ "სამეფო კლუბში" მხოლოდ საუკეთესოები ხვდებიან, თუმცა ნეიმარი რამდენად გადავა მადრიდში ეს რთული სათქმელია".

"ნეი საოცარი საფეხბურთო თვისებებით დაჯილდოვებული ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ მომავალ წლებში "ოქროს ბურთის" მოგების ერთ-ერთი ყველაზე რეალური პრეტენდენტია" - ამბობს კარლოსი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები