Aa
Aa

"ბარსელონა", "იუვენტუსი" და უკვე "პსჟ" - პოგბასთვის ბრძოლა სულ უფრო მასშტაბური ხდება

ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, პოლ პოგბასთვის ბრძოლაში „პსჟ“-ც ჩაება.

პარიზელები ახალი სეზონიდან ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ და ნომერ პირველ კანდიდატად სწორედ პოგბა მიაჩნიათ.

როგორც ცნობილია, ფრანგი ნახევარმცველის შეძენა „ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ სურთ.

„იუნაიტედი“ პოგბას სანაცვლოდ 200 მილიონ ფუნტს ითხოვს. ხსენებული თანხის მიღების შემთხვევაში ინგლისელები თავიანთ ლიდერს მარტივად შეელევიან.

სხვა საქმეა ის, რომ ამხელა თანხას პოგბას სანაცვლოდ არავინ გადაიხდის. ერთადერთი ვისაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეეძლო „პსჟ“ იყო, თუმცა მას შემდეგ რაც უეფამ მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, კლუბი ძალიან ფრთხილად მოქმედებს.

მიუხედავად გრანდების დიდი ინტერესისა, შესაძლოა პოგბა „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩეს და ამის მიზეზი ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ზინედინ ზიდანის გუნდში მისვლის შემთხვევაში პოგბას დარჩენის შანსები ერთიორად გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები