Aa
Aa

"მილანი" ზამთარში იბრაჰიმოვიჩის შეძენას გეგმავს!

ზამთარში „მილანმა“ შესაძლოა ქომაგებისთვის სასიამოვნო ტრანსფერი განახორციელოს.

Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, ჯენარო გატუზო გეგმავს, რომ „ლოს ანჯელეს გალაქსიდან“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი 6 თვიანი არენდით შეიძინოს.

გატუზომ ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს აცნობა და მასზე დაფიქრება სთხოვა.

იბრასთვის „მილანი“ ნაცნობი კლუბია და მას ადაპტაციის გავლა არ დასჭირდება. პლუს ამას შეტევაში მისი და იგუაინის დუეტის ხილვა ნამდვილად საინტერესო იქნება.

როგორც მოგეხსენებათ MLS-ში სეზონი დეკემბერში სრულდება და სავსებით შესაძლებელია, რომ გატუზოს იდეას ხორცი შეესხას.

ცნობილია, რომ იბრას კარიერის დასრულება მშობლიურ „მალმიოში“ სურს, თუმცა როგორც თავად თქვა ჯერ ამისთვის ადრეა.

ამრიგად, „მილანი“ გეგმავს, რომ იბრაკადაბრას კონტრაქტი იანვრიდან ივნისამდე გაუფორმოს.

სერია ა-ში ზლატანის კიდევ ერთხელ ხილვა ფეხბურთის ნებისმიერ ქომაგს მოუნდება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „როსონერის“ მაისურით 2010-2012 წლებში ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 85 შეხვედრაში 56 გოლი და 24 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები