კოშტა
Aa
Aa

კოშტა "არსენალთან" საეჭვოა?

ლონდონის "ჩელსის" ექსცენტრიულმა ფორვარდმა დიეგო კოშტამ "ევერტონთან" მიღებული დაზიანების გამო შესაძლოა შემდეგ ტურში "არსენალთან" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამოტოვოს. 

Daily Mirror-ის ინფორმაციით ესპანელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება, გაირკვევა რამდენად სერიოზულია ტრავმა და შეძლებს თუ არა იგი კვირას გასამართ ლონდონურ დერბიში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ კოშტას მიმდინარე პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები