გოლი მე-20 წამზე - სეზონის უსწრაფესი გოლი
Aa
Aa

გოლი მე-20 წამზე - სეზონის უსწრაფესი გოლი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე ''რუსთავისა'' და თბილისის ''ლოკომოტივის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი დავით ჯიქიას ანგარიშზეა. თბილისის ''ლოკომოტივის'' ფორვარდმა მე-20 წამზე თავური დარტყმით რუსთავულ კლუბს გაუტანა. საგოლე გადაცემა თეიმურაზ შონიამ შეასრულა.

საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი დავით კირკიტაძემ გაიტანა, რომელმაც 2015 წელს ქუთაისის ''ტორპედოს'' მაისურით ლანჩხუთის ''გურიას'' მე-7 წამზე შეუგდო.

50-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილს ჩაწოდებულს გიორგი პაპავას თავური დარტყმა მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა.  25 წლის ნახევარმცველმა, რომელსაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

27 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ''ლოკომოტივი'' 32 ქულით მე-6 ადგილზეა, ''რუსთავი'' კი 29 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. რუსთავული კლუბი გასავარდნ ზონაში მყოფ ბოლნისის ''სიონს'' 8 ქულით უსწრებს.

ფოტო: fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები