ზიდანის მატჩის შემდგომი კომენტარი
Aa
Aa

ზიდანის მატჩის შემდგომი კომენტარი

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ხიხონის "სპორტინგთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ (5:1) ჟურნალისტებთან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში საოცრად ვთამაშობდით, 4 გოლი გავიტანეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბიჭებმა ჩემი დავალებები ბრწყინვალედ შეასრულეს". 

ამის შემდეგ "ზიზუმ" BBC-ზეც (ბეილი-ბენზემა-კრიშტიანუ) გააკეთა კომენტარი:

"სამივე ტრადიციულად შესანიშნავი იყო, ამაში ახალი არაფერია, რაც ყველაზე მთავარია ისინი არა მარტო ბურთთან, არამედ მის გარეშეც დიდ სამუშაოს ასრულებდნენ".

"თუმცა ამ გამარჯვებით ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, წინ ბევრი რთული მატჩი გველის, სადაც საკუთარი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა დაგვჭირდება" - განუცხადა პრესას ფრანგმა სპეციალისტმა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები