ბასილაშვილმა სოკი დაამარცხა
Aa
Aa

ბასილაშვილმა სოკი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის 500 სარეიტინგო ქულიან ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს მე-17 ჩოგანი, ჯეკ სოკი იყო, რომელიც 3 სეტში ანგარიშით 6:7, 7:5, 6:2 დაამარცხა.

ჩოგბურთელები ბოლოს ერთმანეთს 2018 წლის ამერიკის ღია პირველობაზე დაუპირისპირდნენ და მაშინაც შეხვედრა ნიკას გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 34 წლის ესპანელი, ფერნანდო ვერდასკო იქნება , რომელმაც თავის შეხვედრაში გაელ მონფილსს 2:6 7:6 7:6 სძლია.

ბასილაშვილისა და ვერდასკოს მატჩი  თბილისის დროით 3 ოქტომბერს დილის 7 საათზეა ჩანიშნული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები