საინტერესო ფაქტები ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩების შესახებ
Aa
Aa

საინტერესო ფაქტები ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩების შესახებ

დღეს ჩემპიონთა ლიგის რიგით მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური მატჩი მანჩესტერში შედგება, სადაც საშინელ ფორმაში მყოფი „იუნაიტედი“ „ვალენსიას“ უმასპინძლებს. ამავე ჯგუფში საუკეთესოს ვინაობას „იუვე“ და „იანგ ბოიზი“ გაარკვევენ. ტურინელები კრიშტიანუს გარეშე იასპარეზებენ. პორტუგალიელი შვეიცარიელებთან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს. საინტერესო იქნება "ჰოფენჰაიმი"- "სიტის" დაპირისპირება. "ქალაქელებმა" პირველი შეხვედრა წააგეს და ახლა აუცილებლად გამარჯვების მოპოვება მართებთ.

ბაიერნი - აიაქსი

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით საშინაო კედლებში გამართული უკანასკნელი 25 შეხვედრიდან „ბაიერნმა“ 24 მოიგო. „რეკორდმაისტერი“ ბოლოს 2013 წელს, „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსმა“ სტუმრად მოპოვებული უკანასკნელი გამარჯვების შემდეგ 10 გასვლითი მატჩი ჩაატარა და ვერცერთი ვერ მოიგო. ჰოლანდიელებმა სტუმრად ბოლოს „ზაგრების დინამო“ დაამარცხეს.

აეკი - ბენფიკა

„ბენფიკას“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით სტუმრად გამართული ბოლო 4 შეხვედრა აქვს წაგებული, აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელები ზედიზედ 5-ჯერ გასვლაზე ტურნირის არსებობის ისტორიაში არცერთხელ დამარცხებულან.

„აეკი“ ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მეტოქის კარში ბურთი ვერცერთხელ ვერ მოახვედრა.

ჰოფენჰაიმი - სიტი

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 6 შეხვედრიდან პეპ გუარდიოლამ 5 წააგო. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ზუსტად იგივე რაოდენობის მარცხი წინა 28 შეხვედრაში განიცადა.

„სიტისთან“ დაპირისპირება „ჰოფენჰაიმისთვის“ ევროპულ ტურნირებზე ჩატარებული მეათე მატჩი იქნება. გერმანელების ანგარიშზე 1 მოგება, 3 ფრე და 5 მარცხია. „ჰოფენჰაიმმა“ ერთადერთი გამარჯვება „ბასაქშეჰირთან“ მოიპოვა.

ლიონი - შახტარი

"შახტარის" მიერ ჩემპიონთ ლიგაზე გატანილი ბოლო 17 გოლიდან 15 სამხრეთ ამერიკელების ანგარიშზეა. აქედან 12-ჯერ თავი ბრაზილიელებმა გამოიჩინეს.

"ლიონმა" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 8 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო. ფრანგებმა გოლის გატანა 6 მატჩში ვერ შეძლეს.

ცსკა - რეალი

„რომასთან“ მატჩში „რეალმა“ კარისკენ 30-ჯერ დაარტყა. ეს მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ საუკეთესო გახლდათ.

„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით სტუმრად გამართული ბოლო 4 შეხვედრა მოიგო, რაც 2015 წლის თებერვლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.

რომა - პლზენი

ევროპულ ტურნირებზე „პლზენის“ წინააღმდეგ გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში ედინ ჯეკომ 5 გოლი შეაგდო.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩეხურმა კლუბებმა იტალიური გუნდების წინააღმდეგ 10 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 1 მოიგეს, 4 წააგეს და 5-ჯერ ფრეს დასჯერდნენ.

იუვენტუსი - იანგ ბოიზი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „იუვეს“ შინ 18 მატჩია არ წაუგია. „ბიანკონერის“ გასვლაზე დამარცხება ბოლოს 2009 წელს „ბაიერნმა“ მოახერხა.

რონალდუ „იუვენტუსის“ 26-ე ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩისას მოედნიდან გააძევეს. ამ მაჩვენებლით ტურინელები პირველ ადგილს იკავებენ.

მანჩესტერი - ვალენსია

პირველ ტურში „იუნაიტედმა“ სამი გოლი შეაგდო და პოლ პოგბამ მონაწილეობა სამივეში მიიღო.

ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერი“ „ვალენსიას“ 8-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2010 წლის დეკემბერში დაუპირისპირდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები