ბრწყინვალე გოლები ''მესხზე'' - ''საბურთალომ'' ქულები აუტსაიდერთან დაკარგა
Aa
Aa

ბრწყინვალე გოლები ''მესხზე'' - ''საბურთალომ'' ქულები აუტსაიდერთან დაკარგა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურში ''საბურთალოსა'' და ''სამტრედიას'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ''მიხეილ მესხზე'' გათამაშების ლიდერი ვაგნერ გონსალვეშის ბრწყინვალე გოლით დაწინაურდა, ''საბურთალოს'' შემტევმა გოლი სტანდარტული ვითარებისას გაიტანა.

ვაგნერ გონსალვეში ეროვნულ ლიგაში - 26 მატჩი, 9 გოლი, 4 საგოლე პასი

აუტსაიდერმა ''სამტრედიამ'' ლიდერთან ფრეს ოთარ მამასახლისის შესანიშნავი გოლით მიაღწია. საგოლე კომბინაციაში ძალიან კარგად იმოქმედა მიხაილ გორელიშვილმა, რომელმაც ქუსლით ეფექტური გადაცემა შეასრულა.

ოთარ მამასახლისმა ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა. 

 

საჩხერის ''ჩიხურამ'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე 2:1 სძლია ბოლნისის ''სიონს.'' სოსო ფრუიძის გუნდის მხრიდან გოლები ბუღრიძისა და კახაბრიშვილის ანგარიშზეა. ერთადერთი საპასუხო გოლი ლაშა ლეჟავამ გაიტანა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანგარიშის გახსნა ''სიონის'' გამოცდილ ნახევარმცველ ლევან ხმალაძეს შეეძლო, თუმცა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

''კოლხეთისა'' და ''ტორპედოს'' დაპირისპირება ''პარკი არენაზე'' უგოლოდ დასრულდა.

27-ე ტურში ''საბურთალოს'' მსგავსად ჩემპიონობისთვის მებრძოლმა თბილისის ''დინამომაც'' დაკარგა ქულები. კახა კაჭარავას გუნდი სტუმრად გორში ''დილასთან'' დამარცხდა. გამარჯვებულთაგან ერთადერთი გოლი კოვტალიუკმა შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები