კშიშტოფ პიატეკი: სერია ა-ს რეკორდის გამეორება 69 წლის შემდეგ
Aa
Aa

კშიშტოფ პიატეკი: სერია ა-ს რეკორდის გამეორება 69 წლის შემდეგ

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის, სერია ა-ს 1949-50 წლების სეზონის შემდეგ კშიშტოფ პიატეკი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც  სეზონის საწყის ექვს ტურში 8 გოლი გაიტანა. ანალოგიური შედეგი ბერგამოს ''ატალანტას'' დანიელმა ფორვარდმა კარლ ოგე ჰანსენმა 1949 წელს აჩვენა. მას შემდეგ 69 წელი გავიდა.

პოლონელმა უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე სერია ა-ს დიდებულმა ფორვარდებმა: ბრაზილიელმა რონალდომ, ანდრეი შევჩენკომ, გაბრიელ ბატისტუტამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

გასულ ზაფხულში პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი  ''კრაკოვიადან'' 4 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''ჯენოაში'' გადავიდა.

შედარებისთვის, ამ დრომდე ''იუვენტუსის'' ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მხოლოდ 3 გოლი შეაგდო. პორტუგალიელმა 3 გოლი 630 წუთში გაიტანა, ხოლო პიატეკმა მოედანზე 540 წუთი გაატარა. მისი სატრანსფერო თანხა რონალდუსთან შედარებით 25-ჯერ ნაკლებია.

პიატეკმა გასული მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა, რუსეთის მუნდიალზე პოლონელთა მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ არ წაიყვანა

პიატეკმა ''ემპოლის,'' ''ბოლონიას,'' ''ლაციოსა'' და ''კიევოს'' გაუტანა, ხოლო ''სასუოლოსთან'' და ''ფროზინონესთან'' დუბლი შეასრულა. ცხადია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას პოლონელი ლიდერობს. მეორე ადგილზე 5 გოლით გენუას ''სამპდორიას'' თავდამსხმელი გრეგუარ დეფრელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები