მაურისიო პოჩეტინო:
Aa
Aa

მაურისიო პოჩეტინო: "მესის წინააღმდეგ გამართულ მატჩს ვერასდროს დაივიწყებ"

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური აიღებს სტარტს. ყველაზე საინტერესო შეხვედრა ხვალ, „უემბლიზე“ გაიმართება, სადაც „ტოტენჰემი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

„დეზების“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ბრიტანულ გამოცემებთან  სამომავლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ლონდონელების თავკაცმა მესის ხოტბა შეასხა და არგენტინელს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„გეგმაში მესის გასანეიტრალებლად საჭირო გზების ძებნა ნამდვილად არ მაქვს. ვაპირებ მატჩის წინ ჩემს ფეხბურთელებს ასეთი რამ ვუთხრა - მესის წინააღმდეგ ნათამაშები თითოეული წუთით ისიამოვნეთ, რადგან თქვენ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის პირისპირ ასპარეზობის საშუალება მოგეცათ".

"ნერვიულობის ნაცვლად მასთან თამაშის შესაძლებლობით აღტაცებულები უნდა იყოთ და მომავალში შეგიძლია თქვათ: "მე მესის წინააღმდეგ მითამაშია" ან "მე მარადონას წინააღმდეგ მითამაშია" ან "მე რონალდუს წინააღმდეგ მითამაშია".

"ლეო უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ გამართულ მატჩს ვერასდროს დაივიწყებთ. მესის პირისპირ გამოსვლა ისეთი მოვლენაა, რომელიც შეგიძლია შვილებს და შვილიშვილებს სიამაყით აღსავსემ მოუყვე". 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები