როუზი:
Aa
Aa

როუზი: "პოჩეტინომ გვითხრა, რომ ჩვენ მესის შესაჩერებლად ვერაფერს ვიზამთ"

ოთხშაბათს „უემბლიზე“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ტოტენჰემი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

აფიშა საკმაოდ ხმამაღალია. ლონდონში მატჩს დიდი მოლოდინით ხვდებიან და „დეზების“ ქომაგებს იმედი აქვთ, რომ თავიანთი გუნდი „რეალის“ მსგავსად „ბარსელონასაც“ დაამარცხებს.

შეხვედრის წინ ლონდონელთა ინგლისელმა მარცხენა მცველმა დენი როუზმა ისაუბრა.

„ამ შეხვედრაში თამაში ყველას სურს. მესი ჩემი საყვარელი მოთამაშეა. იმ შემთხვევაშიც კი თუ მე ვერ ვითამაშებ, იმითაც მოხარული ვიქნები, რომ მის თამაშს თვალს მივადევნებ.

ჩვენ ამ შეხვედრას მოუთმენლად ველით. ტოტენჰემისთვის ეს დიდი მატჩია.

პოჩეტინომ გვითხრა, რომ ჩვენ მესის შესაჩერებლად ვერაფერს ვიზამთ. უბრალოდ მოედანზე უნდა გავიდეთ და თამაშით სიამოვნება მივიღოთ.

მწვრთნელმა გვითხრა, რომ ჩვენ მისი არ უნდა შეგვეშინდეს. ეს არის გამოცდილება, რომლისგანაც სიამოვნება უნდა მივიღოთ.

ყველანი ვგრძნობთ, რომ ამ მატჩის მოგება შეგვიძლია.

მოედანზე თავიდანვე გუნდი უნდა ვიყოთ. ასეთ შემთხვევაში შანსი გვექნება. ბარსა არ არის მხოლოდ მესი და ჩვენ მხოლოდ მასზე ვერ ვიფიქრებთ.

მათ მსოფლიო დონის სამი შემტევი ჰყავთ და თუ ჩვენ ოთხშაბათს მოწოდების სიმაღლეზე არ ვიქნებით, დიდი პრობლემები გვექნება.

რეალის შინ დამარცხება შევძელით და ბერნაბეუზეც ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. მადრიდელებს დორტმუნდმაც მოუგო.

უკვე დავამტკიცეთ, რომ ასეთ შეხვედრებში გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია.

ინტერთან მატჩის შემდეგ ყველანი იმედგაცრუებული ვიყავით. ჩვენ შეცდომა არ დაგვიშვია, თუმცა დავმარცხდით.

ოთხშაბათს დიდი მატჩი გველის და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ“.

პ.ს.  სეზონში პირველად,"ბარსა" "უემბლიზე" თავისი მესამე ფორმით ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები