დიდიე დეშამი:
Aa
Aa

დიდიე დეშამი: "ტუხელი ჯადოქარი არაა"

საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს,დიდიე დეშამს "პსჟ-ს" წარმატებული მომავლის არ სჯერა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დარწმუნებულია რომ ტუხელის გუნდის რესურსი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საკმარისი არ იქნება.

პარიზელები ლიგა ერთის გამარჯვებულის სტატუსს უკანასკნელი 6 წლიდან 5-ჯერ დაეუფლნენ. გამონაკლისი ალბათ არც წლევანდელი გათამაშება იქნება, რადგან პსჟ უკვე სოლიდურ ჰანდიკაპს ფლობს.

გუნდის ხელმძღვანელობა ქვეყნის ჩემპიონობით არ კმაყოფილდება და ევროპულ ასპარეზზე ღირსეული გამოსვლა სურს, თუმცა პარიზელები დასახული მიზნების მიღწევას დიდი ხანია ვერ ახერხებენ.

დეშამი მიიჩნევს, რომ წელსაც არაფერი შეიცვლება და აცხადებს: „ტუხელს შესანიშნავი სოციალური უნარ-ჩვევები, სამუშაო დისციპლინა და დიდი ტაქტიკური ცოდნა აქვს. ტომაში მაღალი დონის მწვრთნელია, მაგრამ გუნდში საკმაოდ ბევრი პრობლემაა და იგი ჯადოქარი არაა რომ ყველაფერი მოაგვაროს“.

„პსჟ-ს ლიგა ერთის ჩემპიონობის მოპოვება მეორე შემადგენლობითაც შეუძლია. ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერი სხვანაირადაა. მათ მაღალი დონის კლუბებთან უწევთ დაპირისპირება და ტუხელის კოლექტივი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშს შეჩვეული ნამდვილად არაა. ვფიქრობ გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები