2015 წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად იოზილი დაასახელეს
Aa
Aa

2015 წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად იოზილი დაასახელეს

ლონდონის "არსენალის" გამთამაშებელი, მესუტ იოზილი გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

2014 წელს ეს ჯილდო ტონი კროოსმა მოიგო, მანამდე კი ოზილი ზედიზედ სამჯერ გახდა გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

როგორც გერმანული პრესა იუწყება, იოზილმა ხმების 45,9% მიიღო და მეოთხედ გახდა ამ საპატიო ჯილდოს მფლობელი. მეორე პოზიცია მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა, ტომას მიულერმა დაიკავა (15,9%) ხოლო მესამე ადგილზე "კიოლნის" მარცხენა მცველი იონას ექტორი გავიდა 13,6%-თ.

მიმდინარე სეზონში მესუტ იოზილმა „არსენალის“ მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 5 გოლისა და 16 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები