მარადონა:
Aa
Aa

მარადონა: "იმედი მაქვს მესი ერთ დღესაც ყველას ჯანდაბაში გაგვიშვებს"

როგორც ცნობილია ლეო მესიმ 2018 წელს სანაკრებო მატჩებისგან დასვენება გადაწყვიტა.

არგენტინის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებში მესი მონაწილეობას არ მიიღებს. „ალბისელესტე“ ოქტომბრის სპარიგებზე ერაყსა და ბრაზილიას დაუპირისპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი ცნობილია და 2019 წლამდე ლეოს ნაკრებში არავინ ელოდება, მის ამ გადაწყვეტილებას ყოველი სანაკრებო პაუზის წინ აქტუალურს ხდიან.

ამჯერად ხსენებულ თემას ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო არმანდო მარადონა შეეხო და მესიზე ვრცლად ისაუბრა.

„მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მხოლოდ მესი საკმარისი არ არის. ჩვენ მთელს იმედებს მხოლოდ მასზე ვამყარებთ.

დღეს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ჩემში იმედს ვერ აღვიძებენ. ჩვენ ვნება დავკარგეთ. მთელი პრესტიჟი დავკარგეთ და ახლა ის ტუალეტშია ჩარეცხილი.

იმედი მაქვს მესი ერთ დღესაც ყველას ჯანდაბაში გაგვიშვებს. 15 წლამდელთა ნაკრებმა წააგო და ეს მესის ბრალია. არგენტინის ჩემპიონატის შემდეგ ტურში ერთმანეთს რასინგი და ბოკა დაუპირისპირდებიან და ესეც მესის ბრალია. ყოველთვის მესის ბრალია.

მე მესის ვეტყოდი, რომ ნაკრებში აღარ დაბრუნდეს, შემდეგ ვნახოთ რას იზამენ ისინი მის გარეშე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები