Aa
Aa

"ცსკასთან" ლიდერების გარეშე

„მადრიდის რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურს სერიოზული დანაკლისით შეხვდება. „ცსკასთან“ გასამართ მატჩში ლოპეტეგის გუნდს რამოსი, ბეილი, მარსელო და ისკო ვერ დაეხმარება.

რამოსმა და ბეილმა ტრავმა მადრიდულ დერბიში მიიღეს. ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა საულთან შეჯახებისას თავი დაიზიანა. უელსელ შემტევს კი ტკივილის გამო მოედნის დატოვება პირველი ტაიმის შემდეგ მოუწია.

უელსელის ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, მაგრამ ადგილობრივი გამოცემების მიხედვით გარეტმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

მარსელომ და ისკომ მადრიდული დერბი ტრავმების გამო გამოტოვეს და გასაკვირი არაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებენ. ბრაზილიელს კუნთი, ხოლო ესპანელს აპენდიციტი აწუხებს.

„ცსკასა“ და „რეალის“ დაპირისპირება სტარტს ხვალ, 23 საათზე აიღებს. მადრიდელებმა გახსნით ტურში „რომას“ სძლიეს და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები