Aa
Aa

"ლეიკერსში" ლებრონის დებიუტი შედგა

ლებრონ ჯეიმსი "ლეიკერსის" მაისურით პარკეტზე პირველად გამოჩნდა. „მეფემ“ მონაწილეობა სან დიეგოში გამართულ წინასასეზონო მატჩში მიიღო, სადაც ლოს ანჯელესელები დენვერს დაუპირისპირდნენ და უშანსოდ, 107-124 დამარცხდნენ.

ლებრონმა მოედანზე 15 წუთი გაატარა და აქტივში 9 ქულა, 3 გადაცემა და 3 მოხსნა მიითვალა. "ლეიკერსის" მხრიდან საუკეთესო ჯაველ მაკგი იყო. ამ უკანასკნელმა 17 ქულასთან ერთად 7 მოხსნა მოაგროვა.

"დენვერს" 19 ქულით ხუანჩო ერნანგომესმა ულიდერა. ჯამალ მარიმ 18 ქულა მიითვალა, ნიკოლა იოკიჩმა კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

ლოს-ანჯელესელებს ბოლო წლებია საკმაოდ ცუდი პერიოდი უდგათ. NBA-ის 16 გზის ჩემპიონებმა შარშანდელ სეზონში 35 შეხვედრა მოიგეს და პლეიოფი მიჯრით მეხუთედ გამოტოვეს.

ლებრონი და კომპანია ჩემპიონობისთვის ბრძოლას პორტლენდთან დაპირისპირებით გახსნის. შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 06:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები