ზიდანის მოულოდნელი ზარი - მოურინიოს სანერვიულო მოემატა
Aa
Aa

ზიდანის მოულოდნელი ზარი - მოურინიოს სანერვიულო მოემატა

ჟოზე მოურინიოს მანჩესტერული კარიერა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის.

პრესა ვარაუდობს, რომ პორტუგალიელს კვირის ბოლოს დაითხოვენ. თავად ჟოზე ვითარების სირთულეს ხვდება და თავის მომავალზე ღელავს.

Sun-ის ინფორმაციით, მოურინიოს სანერვიულო მას შემდეგ მოემატა რაც მას ზინედინ ზიდანმა დაურეკა.

მოულოდნელად ზიზუმ პორტუგალიელს დაურეკა და ამის მიზეზი გავრცელებული ხმები იყო.

ზიდანმა ჟოზეს უთხრა, რომ იგი მის ზურგს უკან არ მოქმედებს. ზარის მიზეზიც სწორედ ეს იყო. ფრანგი სპეციალისტი შეწუხდა და სინდისმა შეაწუხა.

როგორც მოგეხსენებათ პრესა ფაქტიურად ყოველ დღე წერს, რომ მოურინიოს პოსტს მალე ზიდანი დაიკავებს.

ამ ზარით ზიდანმა ჟოზეს მიმართ პატივისცემა გამოხატა. მეორეს მხრივ, მოურინიოს სანერვიულო მოემატა და ის უკვე ხვდება, რომ მალე „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება მოუწევს.

“იუნაიტედის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვარდი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

ბრიტანული პრესა უახლოეს დღეებში უფრო კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებას ვარაუდობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები