მოურინიოს ერთ კვირაში გაუშვებენ? ზიდანი თუ კონტე - ვინ ჩაიბარებს
Aa
Aa

მოურინიოს ერთ კვირაში გაუშვებენ? ზიდანი თუ კონტე - ვინ ჩაიბარებს "იუნაიტედს"?

ბრიტანული გამოცემის Daily Mail-ის ინფორმაციით, კვირის ბოლოს შესაძლოა ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვონ.

"წითელი ეშმაკების" არადამაჯერებელი, უფანტაზიო, უმოტივაციო და მოსაწყენი თამაშის გამო კლუბის ბორდი პორტუგალიელი სპეციალისტის დათხოვნას გეგმავს.

ჟოზეს შეცვლის მთავარ კანდიდატებად ზინედინ ზიდანი და ანტონიო კონტე ითვლებიან.

ფავორიტად მაინც ზიზუ რჩება, რადგან მისი გვარი "მანკუნიანელებს" რამდენიმე კვირის წინაც დაუკავშირეს და თავად ზიდანმაც განაცხადა, რომ ის საქმიანობას მალე დაუბრუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა თავისი მომავალი სამუშაო ადგილი არ დააკონკრეტა პრესა ფიქრობს, რომ "ოლდ ტრაფორზე" სამუშაოდ სწორედ ზიდანი მივა.

საუბარია ასევე პოლ პოგბას გუნდიდან წასვლაზეც, თუმცა ზიდანის დანიშვნის შემთხვევაში რთული წარმოსადგენია, რომ მან კლუბი დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები