სპალეტი „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
Aa
Aa

სპალეტი „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

უკვე ცნობილი იყო, რომ "რომას" თავკაცად რუდი გარსიას ნაცვლად ლუჩანო სპალეტი დაინიშნებოდა. გუშინ ამას ბეჭედი დაესვა, სპალეტი რომში დაბრუნდა და "რომასთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი. 56 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 18 თვით გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ სპალეტი 2005-09 წლებში უკვე ხელმძღვანელობდა "რომას". მისი ხელმძღვანელობით "რომამ" ორჯერ იტალიის თასი და ერთხელ ქვეყნის სუპერთასი მოიგო. სპალეტის ხელფასი წელიწადში 2,8 მილიონი ევრო იქნება. მისი ხელახალი დებიუტი 17 იანვარს "ვერონასთან" შეხვედრაში შედგება.

ლუჩანო სპალეტი (რომა): "უმაღლესი დონის ლიგაში დაბრუნება ძალიან მახარებს. ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს".

შეგახსენებთ, რომ წინა დღით კლუბის ხელმძღვანელობამ ფრანგი თავკაცი რუდი გარსია მოხსნა. მიზეზი წარუმატებელი ასპარეზობა იყო, "რომამ" ბოლო ათი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები