ქართველი ფეხბურთელის ბრწყინვალე გოლი ეროვნულ ლიგა 2-ში
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელის ბრწყინვალე გოლი ეროვნულ ლიგა 2-ში

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურში ბათუმის ''დინამო'' გასვლით შეხვედრაში ''გაგრას'' დაუპირისპირდა. აღნიშნულ მატჩში ანგარიში 68-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ბრწყინვალე დარტყმით გახსნა.

მამუჩაშვილის ბრწყინვალე გოლი

 

76-ე წუთზე ''გაგრას'' ფეხბურთელმა რატი ცაცკრიალაშვილმა წონასწორობა აღადგინა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 26 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' 52 ქულით პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტ ''ვიტ ჯორჯიას'' 10 ქულით უსწრებს. 

ბათუმის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეა, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელად სეზონის დაწყებამდე დაინიშნა

ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ''მერანი'' - ''ცხინვალისა'' და ''თელავი'' - ''ნორჩი დინამოს'' შეხვედრები. ''ვიტ ჯორჯიამ'' ვახტანგ კვარაცხელიას გოლით ''სამგურალს'' სძლია, ხოლო ''შუქურასა'' და ''შევარდენის'' დაპირისპირებაში გოლი არ გასულა.

ფოტო/ვიდეო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები