აზარი:
Aa
Aa

აზარი: "მე თქვენ სიმართლეს გეტყვით...ჩემი ოცნება ესპანეთში თამაშია"

პრემიერლიგის ბოლო ტურში "ლივეპრულთან" მატჩის შემდეგ ედენ აზარმა BT Sport-თან ისაუბრა.

ბელგიელმა კომენტარი თავის მომავალზე გააკეთა.

"მე თქვენ სიმართლეს გეტყვით. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლაზე მართლაც ვფიქრობდი, რადგან ჩემი ოცნება ესპანეთში თამაშია.

შემდეგ კლუბსა და მწვრთნელს გავესაუბრე და მათ ვუთხარი, რომ თუ ჩემი დარჩენა სურდათ, მაშინ მე აქ ყოფნით ბედნიერი ვიყავი და ვფიქრობ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია.

კონტრაქტი ორი წლის შემდეგ მეწურება. შემიძლია ის კიდევ გავაგრძელო ან არა. არ ვიცი რას ვიზამ".

შეგახსენებთ, რომ აზარის შეძენით "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდებოდნენ, თუმცა ბელგიელმა ლონდონში დარჩენა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები