Aa
Aa

ზლატანი MLS-ში ბრწყინავს - 36 წლის შვედის დუბლი და გამარჯვება

MLS-ის მორიგ ტურში ''ლა გალაქსიმ'' 3:0 დაამარცხა ''ვანქუვერი.'' გამარჯვებულთა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი რომაინ ალესანდრინის ანგარიშზეა. 

იბრაჰიმოვიჩმა ამერიკული კლუბის მაისურით 24 მატჩში 20 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

36 წლის სკანდინავიელმა მე-4 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა. 58-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით მეორე გოლი გაიტანა. ''ბარსელონას'' ყოფილი ფორვარდის დუბლს 77-ე წუთზე ფრანგის გოლი მოჰყვა. ალესანდრინიმ  პენალტი ანგარიშში ასახა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები