მორიგი მეგატრანსფერი!
Aa
Aa

მორიგი მეგატრანსფერი! "მანჩესტერ სიტი" ზამთარში 200 მილიონად მბაპეს შეძენას გეგმავს!

ბრიტანული გამოცემის Daily Mail-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა შოკისმომგვრელი ტრანსფერი განხორციელდეს.

წყაროს თქმით, "მანჩესტერ სიტი" "პსჟ"-ს 19 წლის სუპერვარსკვლავის კილიან მბაპეს შეძენას გეგმავს და პარიზელებს 200 მილიონ ფუნტს შესთავაზებს.

თუ გარიგება შედგა, ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება და ნეიმარს უკან ჩამოიტოვებს.

"ქალაქელები" მბაპეს წლიური ანაზღაურების სახით 20 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.

ტრანსფერს რეალურს UEFA-ს გამოძიება ხდის. ივნისიდან დაწყებული დღემდე, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო პარიზელთა ფინანსურ საქმიანობას იძიებს და დიდი შანსია კლუბს ფინანსური ფეარ პლეის დარღვევა დაუდგინდეს, რაც მათ ფეხბურთელების გაყიდვას აიძულებს.

"პსჟ"-მ ზაფხულში იმ რაოდენობის მოთამაშეები ვერ გაყიდა რამდენსაც თავად გეგმავდა და პრობლემებიც აქედან დაიწყო.

ნემარისა და მბაპეს ტრანსფერებში გადახდილი უზარმაზარი თანხა ნასერ ალ ხელაიფის შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

წყაროს თქმით, პეპ გუარდიოლა მბაპეს დიდი თაყვანისმცემელია და ეს ყველაფერი 2017 წლიდან დაიწყო, როცა "მონაკომ" "სიტი" ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო.

"სიტი" მბაპეს შეძენასთან ერთად რაჰიმ სტერლინგის გასაყიდადაც ემზადება. ინგლისელ გარემარბს კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება და კლუბი მისთვის გაუმჯობესებული წინადადების შეთავაზებას არ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები