ბუნდესლიგის პერუელი რეკორდსმენი - ''40 წლის ასაკშიც თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ''
Aa
Aa

ბუნდესლიგის პერუელი რეკორდსმენი - ''40 წლის ასაკშიც თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ''

გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით პერუელი კლაუდიო პიზარო მოქმედ მოთამაშეებს შორის რეკორდსმენია. სამხრეთამერიკელმა რეკორდი კიდევ ერთი მატჩით გააუმჯობესა და ბუნდესლიგაში 450-ე შეხვედრა ჩაატარა. მოქმედ ფეხბურთელებს შორის პიზაროსთან ყველაზე ახლოს გონსალო კასტროა, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატის 363 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

 

 კლაუდიო პიზარომ ბუნდესლიგის მე-6 ტურში ''შტუტგარტთან'' მატჩის შემდეგ აღნიშნა: ''40 წლის ასაკშიც ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ. შესაძლოა კარიერის უკანასკნელ სეზონს ვატარებ, მაგრამ დაველოდოთ სეზონის დასრულებას.''

პერუელს ბუნდესლიგაში ''ვერდერის'' გარდა მიუნხენის ''ბაიერნისა'' და ''კიოლნის'' მაისურით უთამაშია. ამჟამად პიზარო 39 წლისაა და 3 ოქტომბერს 40 წლის გახდება. ''ჩელსის'' ყოფილი თავდამსხმელი ბუნდესლიგაში მე-19 სეზონს ატარებს.

პიზარომ ''ვერდერის' შემადგენლობაში  ბუნდესლიგის 210 მატჩში 104 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი ბრემენული კლუბის ღირსებას 1999-2001, 2008-09 და 2015-17 წლებშიც იცავდა. გასული სეზონი ''კიოლნში'' გაატარა, ზაფხულში კი ''ბრემენელ მუსიკოსებთან'' ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პიზარო ბუნდესლიგის ისტორიის 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის 192 გოლით მე-5 ადგილზეა. კლაუდიო გერ მიულერს (365), კლაუს ფიშერს (268),  იუპ ჰაინკესს (220), და მანფრედ ბურგსმიულერს (213) ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები