20 წლის ქართველის გამარჯვების გოლი ავსტრიაში - მატჩის დრამატული დასასრული
Aa
Aa

20 წლის ქართველის გამარჯვების გოლი ავსტრიაში - მატჩის დრამატული დასასრული

ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატის, მეორე ლიგის მე-9 ტურში ''კაპფენბერგმა'' სტუმრად 3:2 დაამარცხა ''ლუშტენაუ.'' სასიხარულოა, რომ სტუმართა მხრიდან გამარჯვების გოლი  ლევან ელოშვილმა გაიტანა.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი 58-ე წუთზე თამაშში ჩაერთო, როცა ანგარიში 2:2 იყო. 84-ე წუთზე ელოშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. 20 წლის შემტევმა შესანიშნავად იმოქმედა. მას შემდეგ რაც მეტოქის 1 ფეხბურთელი ჩამოიშორა, თანაგუნდელთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ''ლუშტენაუს'' მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

 

მიმდინარე სეზონში ელოშვილმა ავსტრიის ჩემპიონატის 8 მატჩში 2 გოლი შეაგდო, ხოლო ავსტრიის თასის გათამაშების 4 შეხვედრაში 2 გოლი ჩაიწერა აქტივში.

გია გეგუჩაძის მთავარი მწვრთნელობისას ელოშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. გია ცეცაძეს ახალგაზრდულ ნაკრებში არ მიუწვევია.

ელოშვილი ავსტრიული გუნდის შემადგენლობაში 2017 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში ''კაპფენბერგი'' 14 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ ''ლინცს'' 7 ქულით ჩამორჩება.

''კაპფენბერგის'' ფეხბურთელები ელოშვილის გოლის შემდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები