იმობილე „ტორინოში“ დაბრუნდა
Aa
Aa

იმობილე „ტორინოში“ დაბრუნდა

25 წლის იტალიელი თავდამსხმელი ჩირო იმობილე, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიას" კუთვნილებაა, დაუბრუნდა იტალიის ეროვნულ ჩემპიონატს. როგორც "ხარების" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, იმობილე იჯარის წესით დაიმატა "ტორინომ", მაგრამ უცნობია მოლაპარაკების დეტალები.

როგორც იტალიური პრესა იუწყება, ტურინულმა კლუბმა 850 ათასი ევროს სანაცვლოდ დაიმატა იმობილე ექვსთვიანი იჯარით და ზაფხულში 11 მილიონ ევროდ შესაძლებელი იქნება მისი გამოსყიდვა.

მიმდინარე სეზონში ჩირომ სულ 15 მატჩი ჩაატარა სევილიური კლუბის მაისურით, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები