ლუის ენრიკე: მესი
Aa
Aa

ლუის ენრიკე: მესი "სელტასთან" სათამაშოდ მზად არის

კატალონიის „ბარსელონას“ თავმაცმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ გუნდის ლიდერი კვირას გასამართი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

ოქროს ბურთის ოთხგზის მფლობელის „სელტასთან“ თამაში საეჭვო მას შემდეგ გახდა, რაც მან არგენტინის ნაკრების ორი ამხანაგური შეხვედრა კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა. პრესკონფერენციაზე „ბარსას“ თავკაცმა აღნიშნა, რომ არაა დარწმუნებული ითამაშებს თუ არა მესი სასტარტო შემადგელობაში, თუმცა განაცხადა, რომ შემტევმა ბოლო ვარჯიში სრული დატვირთვით ჩაატარა.

სპეციალისტმა მის ყოფილ კლუბ „სელტაზეც“ გააკეთა კომენტარი, სადაც იგი 2014 წლამდე მუშაობდა.

 

„ვიგოს „სელტასთან“ ძალიან ტკბილი მოგონებები მაკავშირებს. მე აქ დაუვიწყარი წლები გავატარე და რათქმაუნდა აქ ჩამოსვლით ბედნიერი ვარ. წელს „სელტა“ გამართულ ფეხბურთს თამაშობს და იმედი მაქვს, მათი წარმატებული სვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება“. - განაცხადა ლუის ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები