ლა მასიას მორიგი პროდუქტი: კონრად დე ლა ფუენტე
Aa
Aa

ლა მასიას მორიგი პროდუქტი: კონრად დე ლა ფუენტე "ბარსას" ამერიკელი ჰარი პოტერი

კონრად დე ლა ფუენტე ფლორიდის შტატში კერძოდ კი მაიამიში დაიბადა. ის 13 წლის ასაკიდან "ბარსელონას" სკოლის ლა მასიას წევრია.

ბრიტანული გამოცემა Sun-ი "ბლაუგრანას" სკოლის ამერიკელ წევრზე წერს და მას ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს.

თუ კონრადი ამ რიტმს შეინარჩუნებს და პროგრესს განაგრძობს ის ლა მასიას მორიგი ბრწყინვალე პროდუქტი იქნება.

დე ლა ფუენტე ამერიკაში დაიბადა, თუმცა იგი ბარსელონაში იზრდება. მისი საყვარელი პოზიცია მარჯვენა ფლანგზე შეტევაში თამაშია.

კონრადი უნივერსალია და მისთვის შეტევის ორივე ფრთაზე გამწესება პრობლემას არ წარმოადგენს. 17 წლის ტალანტის მთავარი პლუსი სისწრაფეა. ის არანორმალურად სწრაფია და მცველებს მისი შეჩერება ძალიან უჭირთ.

ამერიკელი ტალანტის კერპი რონალდინიო იყო, შემდეგ კი ის ნეიმარის თამაშითაც მოიხიბლა.

მის სათამაშო სტილზე ზემოხსენებული ბრაზილიელების გავლენა შეინიშნება.

პირდაპირი, აგრესიული და ძალიან შემტევი. სისწრაფესთან ერთად კონრადის ფინტების არსენალი იმაზე მდიდარია ვიდრე ჰარი პოტერის "ტრიუკები".

13 წლის ამერიკელმა ბიჭუნამ ყურადღება კატალონიაში ჩასვლისთანავე მიიპყრო. მან პირველსავე ტურნირზე 10 გოლის გატანა შეძლო.

ფინალურ შეხვედრაში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ კონრადმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელი ტალანდი "ბარსას" 19-წლამდელებში დააწინაურეს და მას დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაშიც ჰქონდა, სადაც "ბლაუგრანამ" რუუდ ვან ნისტელროის "პსვ" 2:1 დაამარცხა.

1-0 დაწინაურების შემდეგ კონრადმა საკუთარ კარში ძალიან დასანანი ავტოგოლი გაიტანა, თუმცა მას თავი არ დაუხრია და მალევე გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა შეასრულა.


 

15 წლის ასაკში დე ლა ფუენტე აშშ-ს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს.

კონრადს უკვე ესპანური პასპორტიც აქვს და მას "ბარსას" მაისურით ნებისმიერ ტურნირზე შეუძლია ასპარეზობა.

ამ ეტაპზე გასარკვევი დარჩა თუ რომელ ნაკრებში თამაშს აირჩევს ის. აშშ, თუ ესპანეთი?

17 წლის ფეხბურთელს ნებისმიერი არჩევანის გაკეთება შეუძლია. ამერიკელებს კი იმედი აქვთ, რომ დე ლა ფუენტე შტატებში თამაშს აირჩევს და კრისტიან პულიშიჩთან ერთად შეტევაში მრისხანე დუეტს შექმნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები