მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "იუნაიტედი გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე"

ჟოზე მოურინიომ მასა და პოლ პოგბას შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ახსნა თუ რატომ ჩამოართვა მან პოგბას კაპიტნის სამკლაური.

"არცერთი ფეხბურთელი არ არის კლუბზე დიდი. თუ მე ფეხბურთელის შრომით კმაყოფილი ვარ, მაშინ ის ითამაშებს, ხოლო თუ უკმაყოფილო ვარ, ის არ ითამაშებს.

მანჩესტერ იუნაიტედი გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე და მე ამის დაცვას ვაპირებ.

მე ყოველთვის ვაანალიზებ მოთამაშეებს. თუ კაპიტნის სამკლაურთანაც გვაქვს საქმე, მე და ჩემი გუნდი ერთი კვირის განმავლობაში მოთამაშეს საამისოდ ვაფასებთ და შემდეგ დასკვნას ვაკეთებთ.

პოგბა არის მხოლოდ მოთამაშე და არა კაპიტანი.

ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ფეხბურთელსაც ვუთხარი და გუნდის ყველა წევრსაც. ამ საკითხზე უკვე ვიმსჯელეთ და ყველაფერი ნათელია. ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ისტორიის დასასრული".

ბრიტანული პრესის ვარაუდით ფრანგი ნახევარმცველი მოურინიოსთან მთელი სეზონით გაჩერებას არ გეგმავს და ის "ოლდ ტრაფორდს" იანვარში დატოვებს.

პოგბას შეძენის მთავარ კანდიდატებად "ბარსელონა" და "იუვენტუსი" ითვლებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები