რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "მოდით ვიყოთ გულწრფელები...ჩემი გოლი ყველაზე ლამაზი იყო"

ტურინის "იუვენტუსის" შვიდიანი კრიშტიანუ რონალდუ ქომაგებს სოციალური ქსელის საშუალებით ლაივ რეჟიმში ესაუბრა და მათ რამდენიმე კითხვას უპასუხა.

კრიშტიანუ FIFA-ს The Best-ისა და ფერენც პუშკაშის სახელობის წლის საუკეთესო გოლის თემასაც შეეხო.

"ჩემი გოლი იუვენტუსის კარში ყველაზე ლამაზი იყო. მოდით ვიყოთ გულწრფელები (იცინის), ცხოვრება ასეთია, ხან იმარჯვებ, ხან მარცხდები. მე არ ვბრაზდები, კონცენტრირებული მხოლოდ ჩემს ფორმაზე ვარ და მსურს იგივე დონეზე ვიყო, როგორზეც ჩემი 15 წლიანი კარიერის განმავლობაში ვიმყოფები.

მოდრიჩს საუკეთესოს წოდებას ვულოცავ, ეს ძალიან კარგია.

ტურინში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ქალაქი მომწონს, თუმცა მადრიდი და ესპანეთიც მომწონდა.

მოხიბლული ვარ საბერძნეთით და ამერიკის შეერთებული შტატებითაც. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მოგზაურობა ძალიან უყვარს".

კრიშტიანუს არაფერი უთქვამს იმის შესახებ თუ რატომ არ დაესწრო დაჯილდოების ცერემონიას...

როგორც მოგეხსენებათ, FIFA-ს ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა მოდრიჩი დასახელდა, ხორვატი ასევე UEFA-ს რჩეულიც გახდა. წლის გოლის პრიზი კი მუჰამედ სალაჰს გადაეცა.

რაც შეეხება ოქროს ბურთს, ფავორიტად აქაც მოდრიჩი მიიჩნევა. ივარაუდება, რომ სამეულს სწორედ ხორვატი ნახევარმცველი, რონალდუ და ანტუან გრიზმანი დააკომპლექტებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები