პაპუნაშვილის ტრავმა - ქართველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
Aa
Aa

პაპუნაშვილის ტრავმა - ქართველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში ''ალბასეტემ'' საკუთარ მოედანზე, ''კარლოს ბელმონტეზე'' ''სარაგოსას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი ''სარაგოსასთვის'' ძალიან უიღბლო გამოვიდა. 39-ე წუთზე ''სარაგოსას'' მთავარ მწვრთნელს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმის გამო მოედანი საკაცით დატოვა. პაპუნაშვილის მსგავსად  დაზიანება პორტუგალიელმა დიოგო ვერდასკამ მიიღო.

პაპუნაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა

პაპუნაშვილმა  დაზიანება მარცხენა ფეხზე მიიღო. უახლოეს საათებში ქართველს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდება რამდენ ხანს ვერ შეძლებს ფეხბურთელი მინდორზე გასვლას.

პირველი ტაიმი ''ალბასეტემ'' 2:0 მოიგო. შესვენების შემდეგ პაპუნაშვილის ნაცვლად მოედანზე გამოსულმა მარკ გუალიმ ანგარიში შეამცირა. ალვარო ვასკესის გოლით ''სარაგოსა'' მარცხს გადაურჩა და1 ქულა მოიპოვა.

''ალბასეტეს'' სამატჩო განაცხადში ლადო მოხევიშვილი არ იმყოფებოდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში არ უთამაშია, თუმცა ორჯერ სამატჩო განაცხადში მოხვდა. 22 წლის ფეხბურთელი  ''ალბასეტეს'' სარეზერვო გუნდის შეხვედრებში მონაწილეობს.

22-გუნდიან ლიგაში ''ალბასეტე'' 13 ქულით მე-3 ადგილზეა. ''სარაგოსა'' 9 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები