დიეგო გოდინი: „იმედი მაქვს გრიზმანი ოქროს ბურთს მოიგებს“
Aa
Aa

დიეგო გოდინი: „იმედი მაქვს გრიზმანი ოქროს ბურთს მოიგებს“

დიეგო გოდინს დიდი იმედი აქვს, რომ მისი თანაგუნდელი, ანტუან გრიზმანი მესი-რონალდუს ჰეგემონიის დამხობას და "ოქროს ბურთის" მოპოვებას მოახერხებს.

2018 წელს ფრანგმა შემტევმა „ატლეტიკოსთან“ ერთად ევროპა ლიგა და სუპერთასი მოიგო. „მამლების“ მაისურით კი მსოფლიო ჩემპიონატზე იმარჯვა.

გრიზმანმა საკუთარი შანსების შესახებ საჯაროდ რამდენჯერმე ისაუბრა და აღნიშნა,, რომ მან „ოქროს ბურთის“ მოსაპოვებლად მაქსიმუმი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თუ გრიზმანმა მიზნის მიღწევა მოახერხა, 2007 წლის შემდეგ იგი მესის და რონალდუს გარდა პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელმაც „ოქროს ბურთის“ დასაკუთრება შეძლო. ბოლოს ასეთი რამ კაკამ გააკეთა.

„როგორც თანაგუნდელს, კაპიტანს და მეგობარს, დიდი იმედი მაქვს, რომ ანტუანი „ოქროს ბურთს" მოიგებს. ვიცი წარმატების შემთხვევაში ძალიან ბედნიერი იქნება და ემოციებს „ატლეტიკოს“ თითოეულ მოთამაშეს გაუზიარებს“.

„გუნდში ანტუანის როლი მხოლოდ გოლების გატანით და შედეგიანი გადაცემების შესრულებით არ შემოიფარგლება. პირველ რიგში იგი შესანიშნავი თანაგუნდელია, რომელიც კლუბს მუდამ ყველაფერზე წინ აყენებს“.

„ანტუანს მშვენივრად მოეხსენება წარმატების მისაღწევად მოედანზე რა უნდა გააკეთოს. მას თამაშის მიმდინარეობის წაკითხვა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია".

„გრიზმანს მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს, რომელიც გადაადგილებაში და პოზიციის შერჩევაში ეხმარება. ანტუანი გამორჩეული მოთამაშეა! მას მატჩში გარდატეხის ნებისმიერ მომენტში შეტანის საოცარი ნიჭი აქვს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები