დიეგო კოშტა: „ჩელსიში გადასვლა დიდი შეცდომა იყო“
Aa
Aa

დიეგო კოშტა: „ჩელსიში გადასვლა დიდი შეცდომა იყო“

დიეგო კოშტა „ატლეტიკოს“ დატოვებას და კარიერის „ლონდონის ჩელსიში“ გაგრძელებას ნანობს. ესპანელი ფეხბურთელი მადრიდული გუნდიდან 2013-14 წლების სეზონის შემდეგ წავიდა. „არისტოკრატებმა“ მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს.

კოშტას ინგლისში ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. ლონდონური გუნდის მაისურით მან 52 გოლი შეაგდო, თუმცა ბოლო პერიოდში „ლურჯების“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან, ურთიერთობა ძალიან დაეძაბა.

გავრცელებული ინფორმაციით კონფლიქტი 2017 წელს წარმოიშვა, როდესაც კოშტას ჩინეთში გადასვლის ვარიანტი გამოუჩნდა. დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა.

გასულ ზაფხულს კონტემ კოშტას მოკლე ტექსტური შეტყობინება მიწერა, სადაც შეატყობინა, რომ იგი მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა...

„საშინელი მომენტი იყო, თუმცა თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ხალხი ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ დრო ყველაფერს თავის ადგილას აყენებს. შეხედეთ რას მიაღწია კონტემ და ყველაფერი ნათელი გახდება".

"ჩელსიში არ უნდა წავსულიყავი, რადგან ლონდონში პრობლემების მოგვარების უცნაური და ძალიან ცუდი გზა აქვთ. დიეგო სიმეონე უშუალო ადამიანია და თუ არ მოსწონხარ სათქმელს პირდაპირ გეტყვის, ლონდონში კი ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა. „ატლეტიკოში“ დაბრუნების ვარიანტი როცა გამომიჩნდა „არისტოკრატებმა“ სარეზერვო გუნდთან ერთად სავარჯიშოდ გამგზავნეს“.

"ჩემი გადმობირებით ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული, თუმცა მადრიდულ გუნდში  გადასვლა კატეგორიულად მოვითხოვე. "ლურჯებს" ჩემი სურვილი რომ არ შეესრულებინათ ბრაზილიაში დავრჩებოდი".

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოში“ დაბრუნებულმა კოშტამ მოედანზე გამოსვლა 4 თვის განმავლობაში ვერ შეძლო. მიზეზი მარტივი იყო, იგი გუნდში სატრანსფერო პერიოდის დასრულების შემდეგ მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები