არველაძის გუნდი ფინალშია - ''ფახთაქორის'' უხვგოლიანი გამარჯვება
Aa
Aa

არველაძის გუნდი ფინალშია - ''ფახთაქორის'' უხვგოლიანი გამარჯვება

უზბეკეთის თასის ნახევარფინალში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' სტუმრად 5:2 დაამარცხა ''კოკანდი.''

პირველი ტაიმი ''ფახთაქორმა'' 3:1 მოიგო. არველაძის ფეხბურთელთაგან გოლები ბრაზილიელი ტიაგო ბეზერას, დილშოდ რახმატულაევისა და ისმაელ გონსალვეშის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში ბეზერამ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ხალოლიდინ მაშარიპოვმა შეაგდო.

არველაძის გუნდი ფინალში ''ბუნიოდკორსა'' და აგმკ-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში შოთა არველაძე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველ ტიტულს მოიპოვებს.

შეგახსენებთ, შოთა არველაძეს ასისტენტობას გოჩა ტყებუჩავა უწევს, ხოლო გუნდის მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა.

შოთა არველაძის კომენტარი მატჩის შემდეგ

''ნახევარფინალში თამაში რთულია, რადგან გამარჯვებული ერთი მატჩის მიხედვით ვლინდება. ''კოკანდისთან'' თამაში როგორც საკუთარ მოედანზე, ასევე სტუმრად რთულია, თუმცა პირველივე წუთზე გატანილი გოლით გამოჩნდა, რომ ფინალში გასვლა შეგვეძლო.

ამაყი ვარ ჩემი გუნდით და ფეხბურთელებით. დღეს, ნახევარფინალში მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და უზბეკეთის თასის ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. ქომაგებს მადლობა მხარდაჭერისთვის.''

ტიაგო ბეზერამ დუბლი შეასრულა

გამარჯვების შემდეგ შოთა არველაძის სამწვრთნელო შტაბის წევრმა პიტერ ჰუისტრამ გასახდელში გადაღებული ვიდეო twitter-ზე ატვირთა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები