Aa
Aa

"ბარსელონამ" ახალი გერბი წარადგინა

„კატალონიის ბარსელონა“ გერბის შეცვლას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით ბლაუგრანას წარმომადგენლები F.C.B-ის აბრევიატურის ამოღებას აპირებენ.

განახლებულ ვერსიაში ფერები გაცილებით ნათელი იქნება და გულშემატკივარი ვერც შავ კონტურ იხილავს. „ბარსას“ წარმომადგენლები ლურჯი და წითელი ხაზების რაოდენობის შემცირებას და მათ 7-დან 5-მდე ჩამოყვანას აპირებენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება რაღა თქმა უნდა გერბიდან F.C.B-ის აკრონიმის ამოღებაა.

„ბარსას“ დირექტორთა საბჭომ ცვლილებები უკვე დაამტკიცა. გადაწყვეტილება ხმის მიცემის ჩატარების შემდეგ გაოფიციალურდება. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" გერბზე F.C.B 1910 წლის შემდეგაა გამოსახული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები