''მსურს ოდესმე დავბრუნდე, მაგრამ არა დღეს'' - ქეცბაიამ ''ანორთოსისს'' უარით უპასუხა
Aa
Aa

''მსურს ოდესმე დავბრუნდე, მაგრამ არა დღეს'' - ქეცბაიამ ''ანორთოსისს'' უარით უპასუხა

კვიპროსული სპორტული მედიის ცნობით თემურ ქეცბაია ფამაგუსტას ''ანორთოსისში'' არ დაბრუნდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კვიპროსულ მედიას ესაუბრა. ''ნიუკასლის'' ყოფილი ფორვარდი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ''ანორთოსისში'' დაბრუნება გამორიცხულია.

sport-fm.com.cy ქეცბაიას კომენტარს ავრცელებს.

''მე მიყვარს ''ანორთოსისი.'' მსურს ოდესმე კლუბში დავბრუნდე. ამ ეტაპზე კლუბში დაბრუნება გამორიცხულია, რადგან ''ანორთოსისში'' ანდრეას პანტელისი მუშაობს. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ესაა.''

პანტელისი ''ანორთოსისის'' პრეზიდენტია. მწვრთნელის დანიშვნის საკითხში მისი მოსაზრება გადამწყვეტია. ქართველის კომენტარიდან ნათლად ჩანს, რომ ქეცბაიასს პანტელისთან მუშაობა არ სურს, თუმცა მათ ერთად არაერთი წელი უმუშავიათ. მათ შორის მაშინაც, როცა ქეცბაიას ხელმძღვანელობისას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

''ანორთოსისი'' ქეცბაიას გარდა ''აპოელის'' ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ტომას კრისტიანსენს დაუკავშირდა, თუმცა მან ქეცბაიას მსგავსად წინადადებას უარით უპასუხა.

ტომას კრისტიანსენი 2014-17 წლებში კვიპროსზე მუშაობდა, შემდეგ ''ლიდს იუნაიტედს'' წვრთნიდა, ამჟამად კი უმუშევარია. ასევე უმუშევარია ქეცბაია, რომელმაც 2017 წლის ზაფხულში რუსული ''ორენბურგი'' ჩაიბარა, თუმცა არასტაბილური ასპარეზობის გამო პოსტი რამდენიმე ტურში დატოვა.

ქეცბაია 2004-09 წლებში ფამაგუსტას ''ანორთოსისს'' ხელმძღვანელობდა.  2008-09 წლების სეზონში ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. შემდგომში ხელმძღვანელობდა პირეოსის ''ოლიმპიაკოსს,'' საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ''აპოელს,'' ათენის აეკ-ს. 2017 წლის ივლისში ქართველი მწვრთნელი რუსეთის რანგით მეორე ლიგის ''ორენბურგს'' სათავეში ჩაუდგა, თუმცა წარუმატებელი ასპარეზობის გამო აგვისტოში გუნდი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

ამჟამად ''ანორთოსის'' ღირსებას ქართველი ფეხბურთელები, ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა იცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები