Aa
Aa

ევრო 2024 გერმანიაში გაიმართება !

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს გერმანია უმასპინძლებს. უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ევროპის ჩემპიონატს გერმანიის 10 ქალაქი უმასპინძლებს. ტურნირის მასპინძლობისთვის ბრძოლაში გერმანიამ თურქეთს აჯობა. უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა აღნიშნა, რომ გამარჯვებული სრულიად გამჭირვალედ გამოვლინდა.

გერმანიამ ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ ერთხელ უმასპინძლა. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაიმართა, როდესაც ტურნირის გამარჯვებული ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები