He's coming back! უეფამ რონალდუ მხოლოდ 1 მატჩით დასაჯა - კრიშტიანუ
Aa
Aa

He's coming back! უეფამ რონალდუ მხოლოდ 1 მატჩით დასაჯა - კრიშტიანუ "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშებს!

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა კრიშტიანუ რონალდუსთვის არასასიამოვნოდ დაიწყო.

პორტუგალიელი შემტევი "მესტალიაზე" "ვალენსიასთან" შეხვედრის პირველ ნახევარში მოედნიდან გააძევეს და უნდა ითქვას, რომ გერმანელი არბიტრის ფელიქს ბრიხის გადაწყვეტილება აშკარად გადამეტებული იყო.

არსებობდა მოლოდინი, რომ რონალდუს 2 ან 3 მატჩით დასჯიდნენ, თუმცა საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა და უეფამ კრიშტიანუს მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარა.

ამრიგად, 33 წლის პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, თუმცა მომდევნო ორ მატჩს რომელიც "ბებერმა ქალბატონმა" "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ უნდა გამართოს რონალდუ მოედანზე იქნება.

კრიშტიანუ მშობლიურ "ოლდ ტრაფორდს" კიდევ ერთხელ დაუბრუნდება!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები