''ბლაუგრანაში'' 2023 წლამდე - ბუსკეტსის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონია
Aa
Aa

''ბლაუგრანაში'' 2023 წლამდე - ბუსკეტსის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონია

კატალონიის ''ბარსელონასა'' და ფეხბურთელ სერხიო ბუსკეტს შორის შეთანხმება შედგა. მხარეებმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვით ესპანელი ფეხბურთელი კატალონიური გუნდის ღირსებას 2023 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. ინფორმაციას ''ბარსელონას'' ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ბუსკეტსის გამოსასყიდი თანხა 200-დან 500 მილიონამდე გაიზარდა. ახალი კონტრაქტის მიხედვით ბუსკეტსით დაინტერესებულ კლუბს 500 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ბუსკეტსმა, რომელიც ''ბარსელონას'' ვიცე-კაპიტანია, კლუბის მაისურით მონაწილეობა 490 შეხვედრაში მიიღო. ''ბარსას'' პირველ გუნდში 11 სეზონის განმავლობაში 13 გოლი შეაგდო.

30 წლის ბუსკეტსმა ''ბარსელონასთან'' ერთად შემდეგი ტიტულები მოიგო: ლა ლიგა (7-ჯერ), ესპანეთის სამეფო თასი (6-ჯერ), უეფას ჩემპიონთა ლიგა (3-ჯერ), ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი (3-ჯერ), უეფას სუპერთასი (3-ჯერ), ესპანეთის სუპერთასი (6-ჯერ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები