Aa
Aa

"ფეხბურთმა ნეიმარი დაივიწყა" - რატომ გაქრა ის საფეხბურთო რუკიდან?

ესპანური Marca FIFA-ს დაჯილდოების ცერემონიას გამოეხმაურა. ამჯერად მათი ყურადღება ნეიმარზე შეჩერდა.

222 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პსჟ“-ში გადასვლის შემდეგ უკვე სეზონზე მეტი გავიდა და ბრაზილიელი საფეხბურთო რუკიდან გაქრა.

ფეხბურთმა ნეიმარი დაივიწყა - წერს ესპანური გამოცემა.

საფრანგეთის ჩემპიონატის დაბალმა დონემ მაინც თავისი ქნა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალთან“ დამარცხების შემდეგ ნეიმარი სცენიდან გაქრა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატიც ჩააგდო, რასაც ახალი საკლუბო სეზონი და „ლივერპულთან“ მარცხი მოჰყვა.

ნეიმარი პასიური თამაშისთვის ფრანგულმა პრესამ გააკრიტიკა. ეს ყველაფერი FIFA-ს წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე დაგვირგვინდა.

როგორც მოგეხსენებათ, მედიის წარმომადგენლებს სულ 504 ხმის უფლება აქვთ, კაპიტნებსაც ასევე 504, ხოლო მთავარ მწვრთნელებს 510.

საბოლოო ჯამში ნეიმარმა 0 ხმა მიიღო, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ბრაზილიელი ხმების რაოდენობის დაახლოებით 7 პროცენტამდე იღებდა. წელს კი მან ერთი ხმაც ვერ მიიღო.

წლევანდელი სეზონი მისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში საკმაოდ დიდი ალბათობით ნეიმარი საფრანგეთს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები