რეჯებ თაიფ ერდოღანი:
Aa
Aa

რეჯებ თაიფ ერდოღანი:" მესუთს ნაკრები უმიზეზოდ არ დაუტოვებია"

თურქეთის პრეზიდენტი, ტაიიპ ერდოღანი, ილქაი გუნდოგანის და მესუთ იოზილის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ „არსენალის“ ფლეიმეიქერმა რამდენიმე კვირის წინ ნაკრებისგან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და გერმანული ფეხბურთის მმართველებს ბრალი რასიზმში დასდო.

„არაფერს ვნანობთ! გერმანელების მხრიდან ორმაგ სტანდარტებს აქვს ადგილი. როგორც მოგეხსენებათ ლოთარ მათეუსი ვლადიმირ პუტინს შეხვდა, მაგრამ მასზე არავის არაფერი უთქვამს. ჩვენს ფეხბურთელებს დანაშაულის გრძნობის გარეშე მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეთ, სამწუხაროა, რომ ხალხი ამას აკრიტიკებს".

"ჩვენ ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით. სხვადასხვა ქვეყანაში თურქეთის მოქალაქეებს ხშირად ვნახულობ. მესუთი ლონდონში ცხოვრობს, ვინმე ამიხნის, რატომ არ უნდა გავმართო მასთან შეხვედრა, როდესაც მეც იქ ვიმყოფები“?

„წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც თურქეთში მოთამაშე გერმანელი ფეხბურთელი ქალბატონ მერკელს შეხვდა და მასთან სურათი გადაიღო. ამის გამო იგი ლინჩის წესით უნდა გავასამართლოთ? ასეთი ლოგიკა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“.

„გერმანიაში მცხოვრები თანამემამულეებით ძალიან ვამაყობთ. მესუთს ნაკრები უმიზეზოდ არ დაუტოვება და ყველა, ვინც რასისტულ მოპყრობას და შეურაცხყოფას იღებს, იგივე უნდა გააკეთოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები