სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "ბარსელონა და რეალი არ ვართ, ჩვენი სტილი გაგვაჩნია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავკაცმა დიეგო სიმეონემ პრესასთან ისაუბრა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

„ელ ჩოლომ“ ვიდეო რეფერის მუშაობა შეაქო და ლა ლიგის მიმდინარე სეზონი შეაფასა.

“იტალიაში, თუ რომელიღაც სხვა ქვეყანაში ზუსტად არ მახსოვს, ვიდეო რეფერისთან დაკავშირებით სეზონის დასაწყისში პრობლემა შეიქმნა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მან ჩინებულად იმუშავა.

მჯერა, რომ ეს ინოვაცია კიდევ უფრო დაიხვეწება. ამიერიდან მოთამაშეები მოედანზე უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მათი ქმედება შეუმჩნეველი აღარ რჩება და შესაძლოა ყველაფერი გაძევებით დასრულდეს.

ცხადია, რომ ჩვენ „ბარსელონა“ და „რეალი“ არ ვართ. ჩვენ „ატლეტიკო“ ვართ და ჩვენი სტილი გაგვაჩნია, ასევე მიზანი, რომელსაც მივყვებით და ყველამ იცის თუ რაც არის ეს“.

აქვე გეტყვით, რომ „როხიბლანკო“ ლ ალიგაში 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები