423! მესის მორიგი რეკორდი ლა ლიგაში
Aa
Aa

423! მესის მორიგი რეკორდი ლა ლიგაში

ლეო მესიმ „ხირონასთან“ მატჩში მორიგი რეკორდი დაამყარა.

„ბარსამ“ კატალონიურ დერბიში სეზონის პირველი ქულები დაკარგა და სატურნირო ცხრილს მადრიდის „რეალთან“ ერთად 13-13 ქულით ლიდერობს.

მიუხედავად შეხვედრის ვერმოგებისა, მესისთვის გუშინდელი საღამო მაინც გამორჩეული გამოდგა.

არგენტინელ ფეხბურთელს ლა ლიგის ისტორიაში არაესპანელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მესის ანგარიშზე უკვე 423 მატჩია და მან ამ შედეგით ყოფილ თანაგუნდელს დანი ალვეშს გადაუსწრო, რომელმაც ლა ლიგაში 422 შეხვედრა ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ მოწინავე ხუთეულში მე-3 პოზიციას 384 მატჩით რუსი ვალერი კარპინი იკავებს, რომელიც თავის დროზე „სოსიედადის“, „სელტასა“ და „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები