„ფილადელფია“ დოლფ შეისის სათამაშო ნომერს გააუქმებს
Aa
Aa

„ფილადელფია“ დოლფ შეისის სათამაშო ნომერს გააუქმებს

"ფილადელფის სიქსერზის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უკვდავყოს კლუბის ლეგენდის დოლფ შეისის სათამაშო ნომერი. სპეციალური ცერემონია 23 იანვარს, "ბოსტონთან" მატჩის დროს გაიმართება.

"ფილადელფია" საკუთარი არენის თაღზე დაკიდებს მაისურს მე-4 ნომრით, თუმცა "სიქსერზის" ამჟამინდელ წევრს ნერლენს ნოელს უფლება ექნება ითამაშოს შესაბამისი მაისურით "ყველა ვარსკვლავის მატჩის" 12-გზის მონაწილისა და კლუბის ისტორიაში მესამე ბომბარდირის ხსოვნის საპატივცემულოდ. სახელოვანი ცენტრი "ნიუ იორკმა" 1948 წელს, დრაფტზე მეოთხე ნომრად აირჩია. 1955 წელს, "სირაკუზ ნეშნლზთან" ერთად შეისი NBA-ის ჩემპიონი გახდა. 1973 წელს ის დიდების დარბაზში შეიყვანეს. შეისი გასული წლის დეკემბერში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები