Aa
Aa

ქართული მედალი თურქეთს

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი თურქეთის სახელით ველდატ ალბაირაკმა იგივე ვანო რევაზიშვილმა მოიპოვა .

მედლისთვის ბრძოლაში თურქეთის სახელით მოასპარეზე  ქართველმა ძიუდოისტმა პოლონელი დამიან შვარნოვეცკი დაამრცხა. 

რევაზიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი ბრძოლა წააგო. ვანომ ნახევარფინალური ბრძოლა ირანელ საედ მოლასთან დათმო , რომელმაც ჯამში მსფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

შეგახსენებთ , რომ თურქეთის ნაკრებს ირაკლი უზნაძე წვრთნის , რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო.

მისი ხელმძღვანელობით თურქეთის ნაკრებმა  წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ირველი მედალი მოიპოვეს.

ჩატარებული ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია. 

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა დაისაკუთრა.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის 90 კილოგამ წონით კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოლებენ.

საქართველოს სახელით კი ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი იასპარეზებენ.

CRYSTALSPORT.GE-ს გუნდი რჩება ბაქოში და ყველა მნიშვნელოვან ამბავს  შემოგთავაზებთ

ცხელი ამბები