''სან ხოსე'' კალიფორნიაში დამარცხდა - ქართველების წარუმატებელი გამოსვლა
Aa
Aa

''სან ხოსე'' კალიფორნიაში დამარცხდა - ქართველების წარუმატებელი გამოსვლა

MLS-ში ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას ''სან ხოსემ'' მორიგი მატჩი დათმო. კალიფორნიაში ''ლოს ანჯელესმა'' 2:0 დაამარცხა ქართველების გუნდი. კაშიას ამჯერად არ უკაპიტნია, მან და ყაზაიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს.

გოლები აშშ-ის ეროვნული ნაკრების ფორვარდის, უოკერ ციმერმანის ანგარიშზეა. 41-ე წუთზე მექსიკელი კარლოს ველას ჩაწოდების შემდეგ ციმერმანმა გურამ კაშიას საჰაერო ბრძოლა მოუგო და ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი აშკარად შეცდა. ციმერმანმა მეორე გოლიც თავური დარტყმით შეაგდო, თუმცა ამჯერად მის წინააღმდეგ კაშიას თანაგუნდელი თამაშობდა.

გოლები ''სან ხოსეს'' კარში

57-ე წუთზე გურამ კაშიამ ძალიან ცუდად ითამაშა. საჯარიმოსთან ახლოს ბურთი დაკარგა, კოსტარიკელმა მარკოს ურენიამ ბურთი აართვა,  რასაც კონტრშეტევა მოჰყვა, თუმცა ''სან ხოსეს'' მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა.

კაშიას უხეში შეცდომა

დასავლეთ კონფერენციაში ''სან ხოსე'' 20 ქულით ბოლო, მე-12 ადგილზეა. ''სან ხოსემ'' ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. უკანასნელ ოთხ მატჩში ''სან ხოსეს'' კარში 13 გოლი გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები